დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
სკოლის ფსიქოლოგი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფსიქოლოგია მეცნიერება / განათლება სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფსიქოლოგია
    მეცნიერება / განათლება სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    განათლება დაწყებითი/საშუალო განათლება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
შპს თბილისის საერთაშორისო სკოლა (Tbilisi International School) აცხდებს ვაკანსიას სკოლის ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი,ზურგოვანი,თავისუფლების ქუჩა 10
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი 09:-17:00
დასვენების დღეები:შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები.

ძირითადი მოვალეობები:
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა და ინდივიდუალური/ჯგუფური მუშაობა:
  • ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის, სწავლისა და ქცევის შემოწმება/შეფასება აკადემიური, სოციალური და ემოციური წარმატების ხელშესაწყობად;
  • მოზარდთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობის, სასწავლო მოტივაციის ამაღლების, თანატოლთა შორის თვითდამკვიდრებისა და სკოლასთან ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
  • ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების ჩატარება მოსწავლეებისათვის პოზიტიური ქცევის გაუმჯობესების მიზნით (ბრაზის მართვა, პრობლემის აღიარება, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა);
  • ქცევაში დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობა და შესაბამისი ფსიქოლოგიური რეკომენდაციების გაცემა.

კვლევა, ანალიზი და აკადემიური მხარდაჭერა:
  • მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაბალი მოსწრების მიზეზების გარკვევა და სათანადო ჩარევის სქემის დაგეგმვა;
  • პედაგოგიური ფსიქოლოგიის თეორიის, განათლების პოლიტიკის საკითხებისა და სკოლის კულტურის სისტემური ანალიზის საფუძველზე სწავლის სირთულეების კვლევა;
  • ფსიქოლოგიური კვლევების წარმოება სასკოლო ფსიქოლოგიური კლიმატისა და მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებების შესასწავლად.

ინკლუზიური განათლება და მრავალფეროვნება:
  • განსხვავებული საჭიროებების მქონე მოსწავლეების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შედგენაში;
  • ინსტრუქციების შემუშავება სასწავლო პროცესის მრავალფეროვან ჯგუფებზე მოსარგებად.

თანამშრომლობა და სასკოლო კლიმატი:
  • მჭიდრო და ძლიერი კავშირის ჩამოყალიბება ოჯახსა და სკოლას (ადმინისტრაცია, მასწავლებლები, სხვა პროფესიონალები) შორის;
  • მშობლების ინფორმირება შვილების სწავლებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებებზე, მათგან უკუკავშირის მიღება და ერთობლივი სტრატეგიების დაგეგმვა;
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ხელშეწყობა საჭირო უნარების განსავითარებლად;
  • დაცული, პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნაში მონაწილეობა, ბულინგისა და ძალადობის სხვა ფორმების პრევენციის უზრუნველყოფა.

ადმინისტრაციული ფუნქციები და ანგარიშგება:
  • სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა უფლებამოსილების ფარგლებში წლიური სამუშაო გეგმის შემუშავება;
  • სასწავლო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენა სკოლის დირექტორისთვის;
  • სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში (უპირატესობად ჩაითვლება მაგისტრის ხარისხი ბავშვთა, სასკოლო ან განათლების ფსიქოლოგიაში);
  • სასკოლო გარემოში ან ბავშვებთან/მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
  • ინკლუზიური განათლების პრინციპებისა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავების პროცესის ცოდნა;
  • საერთაშორისო სასკოლო გარემოს გათვალისწინებით, სასურველია ინგლისური ენის ფლობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის, ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას თანამედროვე, საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოში;
  • მხარდამჭერ და გუნდურ ორგანიზაციულ კულტურას;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე: info@tis.edu.ge.
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სკოლის ფსიქოლოგი“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31.07.2026
შენიშვნა: შპს „თბილისის საერთაშორისო სკოლა“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის კონკურსისთვის.
სამედიცინო
ფსიქოლოგია
მეცნიერება / განათლება
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები