დღეს - 02 ივლ
სტარტი
პორტერი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
შპს „მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას პორტერის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი პუშკინის ქ. N118

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი განათლება.
  • სასურველია, შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის ბაზაზე არსებული აფთიაქის სასაწყობე ფართიდან განყოფილებებისთვის მედიკამენტები მარაგების მიწოდება,სამედიცინო დანიშნულების საქონლისა და სხვა მატერიალური მარაგების დროული, უსაფრთხო და სათანადო წესით ტრანსპორტირება.
  • გადაამოწმოს გადასატანი მარაგის შეფუთვის მთლიანობა და ნებისმიერი დაზიანების ან შეუსაბამობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელს.
  • დაიცვას მედიკამენტების ტრანსპორტირებისთვის დადგენილი პირობები და მოთხოვნები.
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს მარაგების შიდა გადაადგილებასა და განთავსებაში.

პიროვნული თვისებები:
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა, გულისხმიერება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.

პორტერი პასუხისმგებელია:
  • მედიკამენტებისა და მარაგების დროულ და უსაფრთხო მიწოდებაზე;
  • გადაცემული მატერიალური ფასეულობების დაცვასა და შენარჩუნებაზე;
  • შიდა პროცედურებისა და უსაფრთხოების წესების დაცვაზე;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@medcenter.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები