დღეს - 12 ივნ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა დაზღვევა სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა დაზღვევასამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
"იმედი L" აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის (დისტანციური მომსახურება) პოზიციაზე.
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 -18:00; ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00;
სამუშაო ადგილი: ქუთაისი, აღმაშენებლის #66
სამუშაო ფორმატი: საოფისე
პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის დიაგნოსტირება და მისი პირველადი კონსულტაცია;
- ჯანმრთელობის ისტორიის შექმნა, განახლება და ანალიზი;
- პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა და შესაბამისი მიმართვების გაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე);
- საჭირო კვლევების, მკურნალობის ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი, დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
- პაციენტთან დაკავშირებული ინფორმაციის პროგრამული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (თერაპიის მიმართულებით);
- საოჯახო მედიცინის ან/და შინაგანი მედიცინის სახელმწიფო სერტიფიკატი;
- მკურნალ ექიმად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
აუცილებელი უნარები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV)
სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/RvYXMmze
სამედიცინო
სხვა
დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები
