დღეს - 28 მაი
სტანდარტი
ფიზიკური თერაპევტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფიზიოთერაპია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • ენები: ქართული
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების, აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრი "პროსპერო" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური თერაპევტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: კვალიფიკაციის და დატვირთვის შესაბამისად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დიპლომი რეაბილიტოლოგიაში - ფიზიკურ თერაპიაში,
  • კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ თერაპევტად მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართულად საუბარი, ორი ან მეტი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

ძირითადი მოვალეობა:
  • ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების შეფასება;
  • მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა კონსულტირება და რეკომენდაციების გაცემა;
  • შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება, გუნდთან თანამშრომლობით;
  • დოკუმენტაციის წარმოება
  • კლიენტებთან ინდივიდუალური ან ჯგუფური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის ერთგულება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: prosperoclinic@gmail.com 2026 წლის 29 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ფიზიკური თერაპევტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

სამედიცინო
ფიზიოთერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები