დღეს - 14 აპრ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
რადიოლოგია/რენდგენოლოგია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
რადიოლოგია/რენდგენოლოგია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
„ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.
„ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".
კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. “ევექსის” უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.
„ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს/ ისნის პოლიკლინიკა
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება, კვლევა, დაავადებების დიაგნოსტირება, სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით
- პაციენტის დიაგნოსტირება სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა
- პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში
- ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
ვაკანსიის მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
- აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი რადიოლოგიაში
- ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების სერთიფიკატი
- აუცილებელია დოპლერის და სახსრების ექოსკოპიის გაკეთების შესაძლებლობა
- პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
- მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
- უწყვეტი პროფესიული განვითარება
ჩვენთან შენ მიიღებ:
ტრენინგი და განვითარება - “ევექსი”, როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/radiologi/761
„ევექსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
სამედიცინო
რადიოლოგია/რენდგენოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
