დღეს - 08 მარ
სტანდარტი
ექიმი ლაბორანტი
დმანისის მუნიციპალიტეტი, დმანისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო რადიოლოგია/რენდგენოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო რადიოლოგია/რენდგენოლოგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ექიმი ლაბორანტი
ადგილმდებარეობა: დმანისი
გამოქვეყნდა: 27/02/2026 ბოლო ვადა: 08/03/2026
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ 2013 წლიდან უზრუნველყოფს 21 რაიონის მოსახლეობისთვის მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური პერსონალით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამედიცინო ან ბიოლოგიური მიმართულებით;
  • სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე;
  • სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, შესრულება;
  • კვლევების შედეგების კლინიკური მნიშვნელობის ინტერპრეტაცია;
  • კვლევებისათვის გახარჯული რეაქტივების აღრიცხვა;
  • ყოველთვიური რაპორტის წარმოება შესრულებული სამუშაოს შესახებ;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შერულება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობის გრძნობა;
  • კონფიდენციალობის დაცვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: n.badzgaradze@rhc.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებიმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
სამედიცინო
რადიოლოგია/რენდგენოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები