დღეს - 14 მარ
სტანდარტი
აუდიტორულ-ვერბალური თერაპევტი
თბილისი, ორთაჭალა, გორგასლის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო აუდიოლოგია, ენისა და მეტყველების თერაპია, თერაპია/რეაბილიტაცია, ლოგოპედია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: ნაწილობრივი განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო აუდიოლოგია, ენისა და მეტყველების თერაპია, თერაპია/რეაბილიტაცია, ლოგოპედია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა სამედიცინო პრაქტიკა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
„სმენის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას აუდიტორულ-ვერბალური თერაპევტის პოზიციაზე.
„სმენის სახლი“ აფართოებს გუნდს! ჩვენ ვეძებთ ადამიანს, ვისაც გულწრფელად უყვარს თავისი საქმე და სურს პროფესიული ზრდა ძალიან მაგარ გუნდში. ჩვენთან მოხვედრის შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ სრულ პროფესიულ მხარდაჭერას.

რას გთავაზობთ ჩვენ:
  • განათლება და განვითარება: ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენს სრულ და ჩაღრმავებულ ტრენინგს სმენა-მეტყველების თერაპიაში.
  • მხარდაჭერა: მუშაობის პროცესი წარიმართება გამოცდილი მენტორის მუდმივი ზედამხედველობით (Supervision), რაც თქვენს პროფესიულ თავდაჯერებულობასა და ხარისხს განაპირობებს.
  • კარიერული წინსვლა: მკაფიო სქემა, რომელიც ითვალისწინებს ანაზღაურების მატებას კომპეტენციის ზრდასთან ერთად.
  • ჯანსაღი გრაფიკი: 50-წუთიანი სესიები, 10-წუთიანი შესვენებები და გამოყოფილი დრო ლანჩისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგია, ენა/მეტყველების თერაპია, სოციალური მუშაობა ან მომიჯნავე სფერო).
  • ენები: ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა (საერთაშორისო ლიტერატურისა და რესურსების ასათვისებლად).
  • პიროვნული პროფილი: განვითარებაზე ორიენტირებულობა და საქმისადმი დიდი სიყვარული.

ძირითადი მოვალეობები:
  • თქვენი სამუშაო მოიცავს შემთხვევის სრულ მართვას, რაც გულისხმობს:
  • ბენეფიციარის საკომუნიკაციო საჭიროებების შეფასებას და ინდივიდუალური თერაპიული გეგმის შედგენას;
  • თერაპიული სესიების დაგეგმვასა და მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვას;
  • ბენეფიციარის პროგრესის მუდმივ მონიტორინგს და თერაპიული სტრატეგიების საჭიროებისამებრ კორექტირებას;
  • ოჯახის წევრების კონსულტირებასა და მათ ჩართვას რეაბილიტაციის პროცესში;
  • მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობასა და ქეისების ერთობლივ განხილვას.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული.
  • გამოსაცდელი ვადა: მოქმედებს სტანდარტული გამოსაცდელი პერიოდი.

როგორ გამოგვეხმაუროთ:
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: t.gvalia@hearinghouse.com.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: „აუდიტორულ-ვერბალური თერაპევტი“.

სამედიცინო
აუდიოლოგია,
ენისა და მეტყველების თერაპია,
თერაპია/რეაბილიტაცია,
ლოგოპედია
ნახვები
უნიკალური ნახვები