დღეს - 12 მარ
სტანდარტი
კონსულტანტი
თბილისი
ფარმადეპო
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
ფარმადეპო, როგორც სანდო აფთიაქი, მომხმარებლებს სთავაზობს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს და კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებს. ფარმადეპო ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე.
ქსელი ბაზარზე მყარადაა პოზიციონირებული და 300-ზე მეტი აფთიაქითაა წარმოდგენილი.
ფარმადეპო მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით, გუნდური აქტივობებით და აღიარების პროგრამებით.
პოზიცია: კონსულტანტი
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული/სტუდენტებისთვის მორგებული:
1) 5 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 6 საათი;
2) 6 დღიანი სამუშაო კვირა, დღეში 5 საათი.
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლისა და მუშაობის შეთავსებას;
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- იცის და აინტერესებს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პარაფარმაციის ხაზი;
- აქვს საოფისე და სააფთიაქე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- არის ლოიალური და კეთილგანწყობილი;
- ან ეძებს ფარმაცევტულ სფეროში თავის პირველ სამსახურს.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის პროდუქციის რეალიზაციაზე ზრუნვა;
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- სალარო აპარატთან მუშაობა და რეალიზაციის პროგრამული ასახვა;
- პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/YpgJinhb
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
