დღეს - 11 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ლაბორატორია, სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ლაბორატორია, სხვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ინ ვიტრო დეპარტამენტის ანდროლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.
ანდროლოგიის ლაბორანტი ჩართულია IVF ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებაში, რომელიც მოიცავს შესაბამისი პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვას/განახლებას.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
ანდროლოგიის ლაბორანტი ჩართულია IVF ლაბორატორიის ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებაში, რომელიც მოიცავს შესაბამისი პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვას/განახლებას.
ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. პაციენტებს ვთავაზობთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ სამედიცინო სერვისებს, რომელთა ხარისხიც საერთაშორისო ანალოგებთან სრულ შესაბამისობაშია.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.
პირობები:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მისამართი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-დან 18:00-მდე, შაბათი 10:00-15:00
- ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, ანდროლოგიის ლაბორანტის მოვალეობები მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:
- ნიმუშების მიღება და რეგისტრაცია;
- ლაბორატორიის მართვის სისტემაში პაციენტების ნიმუშების მონაცემების შეყვანა და ხარისხის კონტროლი;
- ტესტირებისთვის ნიმუშების მომზადება და დაყოფა.
- დოკუმენტების/ინფორმაციის არქივაცია და მოძიება.
- სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო მასალებისა და მარაგების სათანადო რაოდენობის უზრუნველყოფა;
- სხვადასხვა ლაბორატორიული და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, ლაბორატორიის თანამშრომლების მხარდაჭერისთვის აუდიტისა და კვლევის პროცესში.
- რუტინული ლაბორატორიული ამოცანების შესრულება და მოხმარებადი მასალების მომზადება ტესტირებისთვის.
- იმუშების სერიების შექმნა, ეტიკეტების ბეჭდვა, მილაკებისა და ფირფიტების მარკირება.
- მასალების მართვაში მონაწილეობა, მათ შორის მიღება, ამოფუთვა, დოკუმენტაცია, ეტიკეტირება და ლაბორატორიული მარაგების განთავსება შესაბამის ადგილებზე.
- დადგენილი პროტოკოლების დაცვა და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს დაკისრებულ ამოცანებზე
- მოქმედი კანონებისა და რეგულაციების დაცვა, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ბიოსამედიცინო ან ლაბორატორიულ მედიცინაში, ბიოლოგიაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- უპირატესობად ჩაითვლება ნიმუშების დამუშავებაში, ლაბორატორიის ასისტენტად მუშაობის ან კლინიკის/ლაბორატორიული მომსახურების დაწესებულებაში სამუშაო გამოცდილება.
- ინგლისური ენის კარგად ფლობა (როგორც ვერბალურად ასევე წერილობითად) აუცილებელია!
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- მოტივაცია და განვითარების სურვილი
- გუნდური მუშაობის უნარი
- საოფისე პროგრამებიც ცოდნა
- ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას
- სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას
- კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მხარდაჭერას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/4rbng4L
სამედიცინო
ლაბორატორია,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
