დღეს - 10 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: პროფესიული კოლეჯი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
ი. ჟორდანიას სახელობის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სასტერილიზაციოს ექთანი (მორიგე)
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის 1-ლი პლატო, ერმილე ბედიას ქ. 33;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს
განყოფილება: სასტერილიზაციო
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ქირურგიული იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
- სასტერილიზაციოში მუშაობის წესების სწორად შესრულება კლინიკაში დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;
- სახარჯი მასალების მომზადება ოპერაციისათვის;
- დეზინფექციისა და სტერილიზაციის პროცესის წარმოება სტანდარტების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასტერილიზაციოში;
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0Gq6v92c
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
