06 თებ - 25 თებ
სტარტი
მატერიალური აქტივების და ინვენტარიზაციის სპეციალისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა მარაგების მართვა/აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას მატერიალური აქტივების და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (საოფისე)

პოზიციის მიზანი
კომპანიის მატერიალური აქტივებისა და ძირითადი საშუალებების პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შესაბამისობის კონტროლი, ინვენტარიზაციის პროცესების ორგანიზება და აქტივების აღრიცხვასთან დაკავშირებული ოპერაციების ეფექტიანობის გაუმჯობესება.

ძირითადი მოვალეობები
  • მატერიალური აქტივებისა და ძირითადი საშუალებების პროგრამული და ფაქტობრივი ნაშთების შესაბამისობის კონტროლი;
  • საეჭვო ოპერაციების და დაუდასტურებელი გადაადგილებების მონიტორინგი;
  • გეგმიური და სპონტანური ინვენტარიზაციების დაგეგმვა/ჩატარება;
  • აქტივების გადაადგილების, ჩამოწერისა და აღრიცხვის პროცესების კონტროლი;
  • კომუნიკაცია ბუღალტერიასთან, ERP ადმინისტრატორებთან, შესყიდვებთან და საწყობთან;
  • პასუხისმგებელ პირებს შორის აქტივების გადაცემის ოპერაციების შესრულება;
  • ERP-ში საქონელბრუნვისა და მოთხოვნების პროცესის გაუმჯობესება;
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • მატერიალურად პასუხისმგებელი პირების პროგრამული წვდომების კონტროლი.

მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსები/ბუღალტერია/ლოგისტიკა);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მატერიალური აქტივებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა.
  • ERP სისტემაში მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
  • MS Office-ისცოდნა (განსაკუთრებით Excel);
  • პასუხისმგებლობა, სიზუსტე, დეტალებზე ორიენტირებულობა, ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 557 577442

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.02.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/viNYszizOj
სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
მარაგების მართვა/აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები