03 თებ - 04 მარ
სტანდარტი
უმცროსი ექიმი
ქუთაისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო საექთნო საქმე
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
„ადეიშვილის კლინიკა“ აცხადებს უმცროსი ექიმის ვაკანსიას ქ. ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჯავახიშვილის ქ.N 91
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • კლინიკის მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება;
  • ექიმის ასისტირება სამედიცინო მომსახურების გაწევის დროს;
  • ექიმის მეთვალყურეობით და პასუხისმგებლობით: პაციენტის მიღება, ჩივილების, დაავადების ანამნეზის, მონაცემების შეკრება/შეფასება;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება ექიმის ზედამხედველობით;
  • მანიპულაციების ჩატარება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების შესაბამისად ექიმის ზედამხედველობის ქვეშ;
  • პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ყოველდღიური სხვადასხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • აუცილებელი ცოდნა: საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • დროის ეფექტურად გამოყენება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ ელ ფოსტაზე: adeishviliclinic@gmail.com
გთხოვთ, ელ ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება,რათა შესაბამის ვაკანსიაზე განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

„ადეიშვილის კლინიკა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები