28 იან - 26 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფლებოტომია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ფლებოტომია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური
რეიმანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფლებოტომისტი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vFnVeCud
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიული კვლევებისთვის საანალიზო მასალის უსაფრთხოდ აღება როგორც ბინაზე გამოძახებით, ასევე კლინიკაში, კერძოდ:
- ფლებოტომია, ვენური სისხლის აღება;
- კაპილარული სისხლის აღება.
- აღებული მასალის დამუშავება, ტრანსპორტირება, პრე და პოსტ ანალიტიკის პროცესების მეთვალყურეობა;
- საჭიროებისამებრ, სხვა ბიოლოგიური მასალის აღება და დამუშავება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
- სამედიცინო საქმიანობის განხორციელება კლინიკაში დანერგილი პროტოკოლების და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად;
- კლინიკაში არსებული ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, კომპეტენციის ფარგლებში;
- ლაბორატორიული ინვენტარის, პირადი დაცვის აღჭურვილობის და მოწყობილობების მოვლა/ექსპლოატაცია;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- ფლებოტომისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება და ფლებოტომიური უნარების კარგი ცოდნა;
- 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- ვაკუუმური სისტემებით ვენური სისხლის აღების გამოცდილება; (ჩაითვლება უპირატესად)
- ინტენსიური თერაპიის ან კრიტიკული მედიცინის, ან რეანიმაციის განყოფილებაში სულ მცირე 1 წლის მუშაობის გამოცდილება. (ჩაითვლება უპირატესად)
ცოდნა, უნარები:
- სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური მეთოდების ცოდნა (ტრენინგი BLS-ში);
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ლაბორატორიის პრეანალიტიკური პროცესების ცოდნა.
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: არტურ ლაისტის ქ. N1, თბილისი
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: Https://Www.Facebook.Com/Raymann.Ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.helio-ai.com/apply/161g5d7fagk0yq8n
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/vFnVeCud
სამედიცინო
ფლებოტომია
ნახვები
უნიკალური ნახვები
