27 იან - 06 თებ
სტანდარტი
სამედიცინო წარმომადგენელი-Sebamed / Gamarde / SVR
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება სამედიცინო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება სამედიცინოსხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
„პსპ ფარმა“ აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის (Sebamed / Gamarde / SVR) ვაკანსიას .
ფუნქცია - მოვალეობები:
- გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
- მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
- გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
- სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
- საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია);
პიროვნული თვისებები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თავდაჯერებულობა;
- ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სამედიცინო წარმომადგენელი (Sebamed / Gamarde / SVR) . განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 6 თებერვალი, 2026 წელი.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
