27 იან - 19 თებ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - ენები: ქართული
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე.
ქალაქებში - თელავი, თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, გორი,
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- თითოეული დაზღვეული პირისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა ქვეყანაში არსებული სამედიცინო გაიდლაინებისა და სადაზღვევო პირობების გათვალისწინებით;
- დაზღვეულთა პირველადი გასინჯვა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა, ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებისა და სხვა დარგის სპეციალისტის კონსულტაციის საჭიროების განსაზღვრა, მიმართვების გაცემა დიაგნოზთან და ხელშეკრულების პირობასთან შესაბამისობაში. დანიშნული მედიკამენტების საგარანტიო ბლანკზე გადატანა;
- სპეციალისტის მიერ განსაზღვრული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევების შესაბამისობის დადგენა (ხელშეკრულების პირობებთან და დიაგნოზთან) და საჭიროების შემთხვევაში მიმართვის გაცემა;
- სამედიცინო ისტორიის წარმოება;
- დაზღვეულისთვის ხელშეკრულების პირობების, გამონაკლისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უარის ახსნის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან გადამისამართება;
- დაზღვეულისთვის ჩასატარებელი გამოკვლევების, მკურნალობის, მათი ხარისხისა და მიზანშეწონილობის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში დაზღვეული პირებისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის (ავადობის ფურცლის (ბიულეტინი), ფორმა IV- 100/ა -ს/დანიშნულების ფურცლის) შექმნა/წარმოება.
- დაავადების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და განსაზღვრული პერიოდულობით/ საჭიროებისამებრ პაციენტებთან სატელეფონო დაკავშირება/მოკითხვა.
- გარკვეული პერიოდულობითა და მოთხოვნილი ფორმით ანგარიშგება კოორდინატორებთან/ უშუალო ხელმძღანელთან.
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი განათლებას მედიცინის განხრით (საექიმო სპეციალობა: თერაპია ან პედიატრია);
- ოჯახის ექიმის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (Microsoft Office: Word, Excel, Outlook);
- ქართული ენის სრულყოფილ ცოდნას;
- სამწლიანიან სამუშაო გამოცდილებას კლინიკაში, მათ შორის ერთწლიან სამუშაო გამოცდილებას სადაზღვევო კომპანიაში;
- ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნას;
- დაზღვევის საფუძვლების ცოდნას (განსაკუთრებით ჯანმრთელობის მიმართულებით);
- მაღალ პასუხისმგებლობას და საქმისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარს;
- დეტალებსა და შედეგებზე ორიენტაციას;
- კომუნიკაბელურობას და გამართულად მეტყველების უნარს;
- გუნდური მუშაობის უნარს;
- მაღალ ორგანიზაციულ კულტურას;
- გადაწყვეტილების მიღების უნარს;
- შესრულების სიზუსტეს და სისწრაფეს;
- კეთილგანწყობას და თავაზიანი მოპყრობის უნარს;
- აქტიური მოსმენის უნარს.
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/r038My0e
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები
