08 იან - 06 თებ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
თერაპია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ქართული
რეიმანი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ოჯახის ექიმი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტების მიღება და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ოჯახის ექიმის კომპეტენციის ფარგლებში: სრულყოფილი ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გასინჯვა, პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემის შეფასება ჰოლისტური მიდგომის გათვალისწინებით, პრობლემის/დიაგნოზის ფორმულირება, სამუშაო გეგმის შედგენა, პარაკლინიკური გამოკვლევების და რეფერალის დაგეგმვა და ორგანიზება, პრევენციული, სამკურნალო, სარეაბილიტაციო რეკომენდაციების შემუშავება და მათი შესრულების მეთვალყურეობა.
- სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ძირითადად, ელექტრონულ ფორმატში და სათანადო მონაცემების შეყვანა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემასა და სხვა მონაცემთა ბაზებში;
- სამედიცინო (ფორმა №IV-100/ა, საავადმყოფო ფურცელი, სხვადასხვა ჟურნალები) და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება;
- პაციენტთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება, მათ შორის, მკურნალობის შედეგების მონიტორინგი, პაციენტების ხანგრძლივი მეთვალყურეობა, აქტიური მოკითხვა;
- სადაზღვევო ფინანსური დოკუმენტაციის გაცემისას სადაზღვევო პოლისის პირობების დაცვა;
- პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის პროცესში კლინიკის სპეციალისტებთან და პროვაიდერ კლინიკებთან პაციენტის კომუნიკაციის კოორდინირების უზრუნველყოფა,;
- ელექტროკარდიოგრამის გადაღება/ინტერპრეტაცია და სხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულება;
- კლინიკის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალთან კოლეგიალური ურთიერთობა;
- სამედიცინო ეთიკის პრინციპების დაცვა;
- ფარმაცევტულ თუ სხვა ინდუსტრიასთან ურთიერთობისას კლინიკის შიდა პოლიტიკის დაცვა;
- კლინიკის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „საოჯახო მედიცინა“. გამონაკლისის სახით დასაშვებია სერტიფიკატის ფლობა სპეციალობაში „შინაგანი მედიცინა“.
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ცოდნა, უნარები:
- ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა სამედიცინო ლიტერატურის კითხვის დონეზე);
- საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
- დროის მენეჯმენტი;
- კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 36 სამუშაო საათი.
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი N3 (ყოფილი სანდრო ეულის ქუჩა N7), 0186, თბილისი
შერჩევის ეტაპები:
- მიღებული რეზიუმეების ანალიზი და წინასწარი შერჩევა;
- ინდივიდუალური გასაუბრება;
- ტესტირება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.
კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე.
გისურვებთ წარმატებებს!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/PY4wQzT
სამედიცინო
თერაპია
ნახვები
უნიკალური ნახვები
