06 ნოე - 25 ნოე
სტარტი
სარეკლამო მასალების შეკვეთების მენეჯერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი
    სამედიცინო სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო მასალების შეკვეთების მენეჯერის (PR დეპარტამენტში) პოზიციაზე

ძირითადიმოვალეობები:
  • სარეკლამო და პრომო მასალების (ფლაიერები, ბუკლეტები, კატალოგები, ვობლერები, ფასმაჩვენებლები და სხვ.) შეკვეთა და წარმოების ორგანიზების უზრუნველყოფა;
  • სააფთიაქო ქსელისთვის სხვადასხვა ტიპის ჩანთების, პარკების, სტიკერებისა და ანოტაციების შეკვეთა;
  • ღონისძიებებისთვის საჭირო სარეკლამო ინვენტარისა და დეკორის შერჩევა და შეკვეთა (დროშები, ბუშტები, დეკორაციები და სხვა);
  • სამედიცინო მარკეტინგისთვის პრომო აქსესუარების შეკვეთა (კალამი, ჭიქა, მეხსიერების ბარათი, საათი და ა.შ.);
  • საახალწლო და სააღდგომო პერიოდში სასაჩუქრე ნაკრებების შერჩევა და შეკვეთა;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შეკვეთების დოკუმენტაციის მომზადება, გადარიცხვებისა და ხარჯების აღრიცხვა და ა.შ.

საკვალიფიკაციომოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, კომუნიკაციების ან ბიზნესისმიმართულებით);
  • სამუშაო გამოცდილება სარეკლამო ან პრომო პროდუქციის სფეროში;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე (B2+/C1);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე და ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.11.2025 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 362308

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/zKfI4tLmxX
შესყიდვები
შესყიდვის შეკვეთის მენეჯმენტი
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები