29 ოქტ - 27 ნოე
ვიპ
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@akhalikhedva.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სხვა გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ჯანდაცვა ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სხვა გაყიდვებიგაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა ჯანდაცვაფარმაცევტული პროდუქტები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება/განხორციელება;
- სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
- სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგი;
- ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში;
- პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
- პრეზენტაციის მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
- სამედიცინო წარმომადგენლების განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის ტრენინგის ჩატარება;
- სავიზიტო აქტივობის ხარისხის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა;
- პერიოდული ბაზრის კვლევა;
- გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლიური ანალიზი, რეპორტი და კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
- ხელმძღვანელის წინაშე პერიოდული რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
- უფროს სამედიცინო წარმომადგენლად ან სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სამედიცინო მიმართულებით;
- აუცილებელია MS Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი)
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
სამედიცინო
სხვა
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
