ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინოსხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება 
- ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვასაავადმყოფო და ჯანდაცვა 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინოსხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაადმინისტრირება 
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვასაავადმყოფო და ჯანდაცვა 
- გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
ცხადდება ვაკანსია კლინიკა ,,ჯერარსში’’ სამედიცინო შემთხვევების მართვის და ჯანდაცვასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამედიცინო კლასიფიკატორებთან და DRG კოდებთან მუშაობა და სამედიცინო შემთხვევბის მართვის პროცესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- შესაბამისი საკანონმდებლო რისკების დაინდენტიფიცირება, შესრულებების კონტროლი და ანგარიშგების მომზადება;
- სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის კონტროლი;
- ჯანდაცვის პროგრამების სწორად და ეფექტურად განსახორციელებლად თანამშრომლებისთვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
- დამფინანსებელთან წარსადგენი დოკუმენტაციის დამუშავება/მომზადება და ვადებში წარდგენა ;
- სამედიცინო დაწესებულებების მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და ვადების მკაცრი დაცვა,დადგენილი შეფასების ინდიკატორების შესაბამისად ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება, კორექტირების მინიმუმამდე შემცირება.
- სამედიცინო შემთხვევების მართვა და პროცესის მონიტორინგი დაზღვევის პოლიტიკის შესაბამისად
- სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია მკურნალობის დეტალების დაზუსტებისა და ხარჯთაღრიცხვისთვის
- სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვა და შეფასება
- სამედიცინო შემთხვევების ეფექტიანობისა და რისკების ანალიზი
- პაციენტებთან კოორდინაცია და დროული ინფორმაციის მიწოდება
- სამედიცინო ხარჯების ანალიზი და ოპტიმიზაციის რეკომენდაციების შემუშავება
- რეპორტების მომზადება შიდა სტრუქტურებისთვის
- მონაწილეობა პროცედურების დახვეწასა და გაუმჯობესებაში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო, საჯარო მმართველობის, ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დოკუმენტაციისა და/ან ხარისხის მენეჯმენტის სფეროში (კლინიკის ონკოლოგიურ დეპარტამენტში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
- ჯანდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, კლინიკური გაიდლაინებისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა;
- ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციის უნარები;
- პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office – Excel, Word, PowerPoint);
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „სამედიცინო შემთხვევების მართვის და ჯანდაცვასთან ურთიერთობის მენეჯერი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.  
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
