დღეს - 19 სექ
სტანდარტი
ფარმაცევტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 700 - 900(+ ბონუსი)
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
PSP არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
PSP არის ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე ფარმაცევტული ქსელი.
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ მარნეულში.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი : ცვლებში,კვირაში 5 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე;
ანაზღაურება : ფიქსირებული 700 - 900 ლარი + ყოველთვიური ბონუსი რეალიზაციის მიხედვით;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
- კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებს;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფარმაცევტული ზრუნვა და მაღალკვალიფიციური მომსახურება /ფარმაცევტული კონსულტირება;
- რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
- სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
- პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
- ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები/უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 19 სექტემბერი.
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები