დღეს - 30 სექ
სტანდარტი
უფროსი სანიტარი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geophage.ge
ტელეფონი: +995 32 224 47 78
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
სანიტარია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სამედიცინო
სანიტარია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge
ბიოქიმფარმი აცხადებს კონკურსს ფარმაცევტული წარმოების უფროსი სანიტარის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- არაკლასიფიცირებული სუფთა და არასუფთა სათავსებში მომუშავე პერსონალის სპეც-ტანსაცმლის რეცხვის პროცესის მართვა და შემდგომ მათი განაწილება;
- საწარმოს თანამშრომელთა სპეც-უნიფორმით უზრუნველყოფა;
- საწარმოს დასუფთავების და დეზინფექციის პროცედურის შესრულება და დოკუმენტირება;
- საწარმოო და ლაბორატორიული ნარჩენების კონტროლი და გატანა;
- სამუშაო გარემოს მონიტორინგი და კონტროლი GMP - თან შესაბამისობაში;
- დასუფთავება/დეზინფექციაში გამოსაყენებელი ხსნარების აღრიცხვა და მომზადება;
კვალიფიკაცია:
- სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- გუნდური მუშაობა;
ბენეფიტი:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ან თქვენი საკონტაქტო ნომერი დაგვიტოვოთ შემდეგ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 32 224 47 78
სამედიცინო
სანიტარია
ნახვები
უნიკალური ნახვები