24 ივლ - 23 აგვ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა სამედიცინო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი ასევე გამოცდილი კანდიდატები
- ენები: ინგლისური
მედიქლაბჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე დღის ადმინისტრატორი
მოვალეობები:
- პასუხი გასცეს პაციენტის/ ვიზიტორის შეკითხვებს მედიქლაბჯორჯიას შესახებ კომპეტენციის ფარგლებში;
- დაარეგისტრიროს კლინიკაში შემოსული ყოველი ამბულატორიული პაციენტი ელექტრონულ ბაზაში;
- გაუხსნას სამედიცინო ისტორია კონსულტაციაზე მოსულ პირველად ამბულატორიულ პაციენტს.;
- დარწმუნდეს რომ ყოველ პაციენტს სრულად აქვს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია და პირადი მონაცემები;
- დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში გადაამოწმოს დაზღვევის სიაში პაციენტის სადაზღვევო ბარათის ნომერი და მისი მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეს სადაზღვევო კომპანიას);
- პაციენტის რეგისტრაციისას დარწმუნდეს, რომ სრულყოფილია საჭირო დოკუმენტები: პირადობის მოწმობის, ხოლო დაზღვეული პაციენტის შემთხვევაში სადაზღვევო ბარათის დასკანერებული ვერსია,სადაზღვევო კომპანიიდან მიმართვა და ა.შ.
- დატოვოს შეტყობინება კონტრაქტორ სადაზღვევო კომპანიებში;
- მოამზადოს სამედიცინო მომსახურების ინვოისი ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით და გადასცეს იგი პაციენტს;
- პაციენტისაგან სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღების შემდგომ დაუბრუნოს პაციენტს ანგარიშფაქტურის ერთი ეგზემპლარი გადახდის ქვითართან ერთად;
- პაციენტისაგან სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღების შემდგომ დაიტოვოს ანგარიშფაქტურის ერთი პირი;
- სადაზღვევო კომპანიიდან მიმართვით მოსული პაციენტის მომსახურების შემდეგ პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი, სადაზღვევო ბარათის ასლი, მიმართვა და ანგარიშფაქტურა დააფიქსიროს ერთად და დღის ბოლოს გადასცეს სადაზღვევოებთან ურთიერთობის მენეჯერს;
- გაუხსნას სკრინინგის ფაილი სამედიცინო შემოწმებაზე მოსულ პაციენტს
- მოამზადოს წინასწარი ანგარიშფაქტურა ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით
- საჭიროების შემთხვევაში გაამზადოს სალაროს შემოსავლის ორდერი:
- დახუროს სალაროს დღე ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი ფორმით;
- ყოველი სამუშაო დღის ბოლოს მიღებული თანხა, ანგარიშ–ფაქტურებთან და გადახდის ქვითრებთან ერთად გადააბაროს მთავარ მოლარეს:
მოთხოვნები: გამართულად მეტყველება, ინგლისური ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა.
სამუშაო დღეებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, შაბათს 09:30-14:00.
სამუშაო დღეებია: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00, შაბათს 09:30-14:00.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
სამედიცინო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0