ექთანი
თარიღები:
10 ივლ - 07 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: medical@mytalent.io
მდებარეობა:
საზღვარგარეთ
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
გერმანული
გამოცდილება:
2 - 3 წლამდე
აღწერა:
MyTalent.io აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე გერმანიაში სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ

დასაქმება გერმანიაში – სრულიად უფასოდ შენთვის

მდებარეობა: საქართველო
სამუშაო ადგილი: გერმანია (რეგიონები დამოკიდებულია დამსაქმებელზე)

შენ ცხოვრობ საქართველოში
გსურს მუშაობა გერმანიაში
ჩვენ დაგეხმარებით, რომ იპოვო სტაბილური და უსაფრთხო სამუშაო ექთნად გერმანიაში – პროფესიონალური თანადგომით და სრულიად უფასოდ

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ჩვენ არ ვართ კლინიკა და არც დამსაქმებელი. ჩვენ ვართ გამოცდილი შუალედური დასაქმების სააგენტო, რომელიც ეხმარება ექთნებს, იპოვონ სანდო დამსაქმებლები გერმანიაში – ლეგალურად, უსაფრთხოდ და სრულიად უფასოდ.

როგორია ანაზრაურება გერმანიაში?
აღიარებული განათლების მქონე ექთნები გერმანიაში იღებენ შემდეგ ანაზღაურებას, დამოკიდებულია რეგიონსა და გამოცდილებაზე:
  • საწყისი ხელფასი: დაახლოებით 2.800 – 3.300 ევრო დარიცხული თვეში
  • საშუალო ხელფასი: დაახლოებით 3.300 – 4.000 ევრო დარიცხული თვეში
  • გამოცდილების ან სპეციალიზაციით: 4.000 ევრო და მეტი დარიცხული თვეში

ბევრ დაწესებულებაში ხდება დამატებითი ანაზღაურების გადახდა ღამის, შაბათ-კვირისა და დღესასწაულების ცვლებზე.

მოთხოვნები:
  • მინიმუმ 3-წლიანი სახელმწიფო დონეზე აღიარებული საექთნო ან ხანდაზმულთა მომვლელის პროფესიული განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ექთნად კლინიკაში ან სხვა დაწესებულებაში
  • გერმანული ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე

(თუ ჯერ არ გაქვს B1, მაინც შეგიძლია მოგვწერო – ჩვენ ინდივიდუალურად შევაფასებთ თუ შევძლებთ დაგეხმაროთ ენის კურსის დაფინანსებაშიც)
ჩვენი სრული მომსახურება შენთვის 100% უფასოა.

როგორ მიმდინარეობს განაცხადის პროცესი:
  • რეგისტრირდები ონლაინ და ამატებ შენს CV-ს
  • ჩვენ ვამოწმებთ დოკუმენტებს და ვატარებთ შენთან პირად გასაუბრებას
  • თუ შენი პროფილი შეესაბამება კრიტერიუმებს, გთავაზობთ გასაუბრებას გერმანელ დამსაქმებლებთან
  • გეხმარებით გასაუბრებისთვის მომზადებაში
  • გიწევთ დახმარებას ვიზის, გამგზავრების, საცხოვრებლის მოძიებისა და სამსახურში პირველი ნაბიჯებისთვის

რას მიიღებ ჩვენგან – სრულიად უფასოდ:
  • საკონტაქტო პირი, რომელიც პროცესის ყველა ეტაპზე შენს გვერდით იქნება
  • გერმანიის სხვადასხვა რეგიონში სანდო დამსაქმებელთა ქსელთზე წვდომა
  • გავითვალისწინებთ შენს სურვილებს, სად გინდა იცხოვრო და იმუშაო
  • დახმარება ყველა ორგანიზაციულ საკითხში: ვიზა, გამგზავრება, საცხოვრებელი, ინტეგრაცია

არანაირი საფასური – არც დახმარებისთვის და არც დასაქმებისთვის.

რატომ MyTalent.io?
  • ჩვენ არ ვართ დამსაქმებელი, არამედ გამოცდილი დასაქმების სააგენტო, რომელსაც ოფისები საქართველოსა და გერმანიაში აქვს.
  • უკვე 7 წელზე მეტია, რაც ვთანამშრომლობთ გერმანულენოვან ტალანტებთან საქართველოდან.
  • ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარტნიორ სააგენტოსთან, რათა შენსთვის საუკეთესო შესაძლებლობები შევქმნათ.
  • ჩვენი მხარდაჭერა შენთვის 100% უფასოა – პირველივე კონტაქტიდან დაწყებული, გერმანიაში ჩასვლამდე.

იცნობ ვინმეს, ვისაც ეს სესაძლებლობა აინტერესებს?
გერმანიაში ამჟამად კვალიფიციური ექთნების დიდი დეფიციტია – ამიტომაც ამ სფეროში დასაქმების შანსი ამ ეტაპზე ძალიან მაღალია.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აუცილებლად გაუზიარე ეს ინფორმაცია.
ბევრმა ჯერაც არ იცის, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს – შენ შეგიძლია მათ მომავალზე მოახდინო გავლენა!

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: medical@mytalent.io
შეავსეთ განაცხადი: https://recruit.zoho.com/recruit/org651627726/EntityInfo.do?module=JobOpenings&id=405565000025465016&submodule=JobOpenings
მსგავსი განცხადებები
ამბულატორიის ექთანი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი


07 ივლ - 05 აგვ

ანესთეზიის მედდა

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა


27 ივნ - 25 ივლ

ანესთეზიოლოგიური სამსახურის ექთანი

ავერსის კლინიკა


27 ივნ - 26 ივლ

დღის ექთანი

კლინიკა ჯერარსი


23 ივნ - 22 ივლ

დღის ექთანი/გადაუდებელი საოპერაციო

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


17 ივნ - 16 ივლ