არამედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელი
თარიღები:
14 მაი - 12 ივნ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@aversi.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.  
 
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება(სასურველია მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება (კატეგორიის მართვაში)  
  • ინგლისური  ენის ცოდნა- (B2 ან მეტი);რუსული ენის მცოდნე კანდიდატს მიენიჭება უპირატესობა. 
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;  სასურველია 1C – ERP სისტემის ცოდნა; 
  • გუნდის მართვის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ანალიტიკის, ორგანიზაციული ქცევის, პროექტების მართვის და მენეჯმენტის უნარი.  
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა , თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • კატეგორიის განვითარების საერთო სტრატეგიის შექმნა და მართვა; 
  • კატეგორიის მენეჯერების გუნდის მართვა, კოორდინაცია და მხარდაჭერა; 
  • ფინანსური ანალიზის მართვა; 
  • მთავარ მომწოდებლებთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება;. 
  • კატეგორიის მარკეტინგული მიმართულების ზედამხედველობა; 
  • რეგულარული კატეგორიული ანალიზების ორგანიზება; 
  • განსაკუთრებული ბიზნეს რისკების მართვა კატეგორიის დონეზე და ა.შ. 
 
 
კომპანია გთავაზობთ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს ზრდისა და განვითარების პერსპექტივით.   
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე: 
  • ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;  
  • დიპლომის ასლი;  
  • პირადობის მოწმობის ასლი;  
 
მისამართზე:  ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16  
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 13.06.2025 წ. 
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.  
მსგავსი განცხადებები
ამბულატორიის ექთანი ფლებოტომისტი

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი


06 მაი - 04 ივნ

ასისტენტი

რენომე


14 მაი - 12 ივნ

გამოცდილი მენეჯერი ჯანდაცვის ტურიზმში

Medical Solution Group


01 მაი - 29 მაი

გაყიდვების მენეჯერი

პსპ ფარმა


02 მაი - 16 მაი

კოსმეტიკური და მოვლის საშუალებების კონსულტანტი

ავერსი ფარმა


15 მაი - 13 ივნ