დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებსაც სურთ სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარება.
დ. ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სამედიცინო პერსონალი/რეგისტრატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- კომუნიკაციის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდურობა
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების მიღება და რეგისტრაცია
- სატელეფონოდ ინფორმაციის მიწოდება
- ვიზიტების დაგეგმვა და განრიგის მართვა
- სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად გაფორმება
- ინფორმაციის გაცემა კლინიკის სერვისებზე
- პაციენტების მხარდაჭერა და მყუდრო გარემოს უზრუნველყოფა
რა გელოდებათ ჩვენთან:
- პროფესიონალ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა
- გუნდურობა და ერთმანეთის მხარდაჭერის კულტურა
- კარიერული ზრდის პერსპექტივა
- სამედიცინო სერვისებზე შიდა ფასდაკლება
- Fitpass
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი: 09:00-18:00
ნახევარ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობაც განიხილება ინდივიდუალურად 09:00-15:00 17:00-21:00
მდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პეკინის 28
დასაქმების ტიპი: სრული ან ნაწილობრივი განაკვეთი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@dthc.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: [2 305 305]