აღწერა:
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ინფა“ (ავიტა) 20 წელია ახორციელებს სამკურნალო პრეპარატების მარკეტინგს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამჟამად კომპანიაში ვაკანსია გვაქვს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში, რუსთავსა და შიდა ქართლში (ქ. გორი და მიმდებარე ტერიტორია). ჩვენ გპირდებით ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პიროვნული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობას.
სამედიცინო წარმომადგენლის მოვალეობებია:
- კლინიკებში გეგმური ვიზიტების განხორციელება და ექიმებისთვის პროდუქციის პრეზენტაცია;
- შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მოხსენება;
- 2 თვეში ერთხელ მივლინება თბილისში (რეგიონში განაწილების შემთხვევაში).
გვაქვს შემდეგი აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
პიროვნული უნარები - წარმომადგენელი უნდა იყოს/შეეძლოს:
- პასუხისმგებლიანი და შედეგებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- შეეძლოს ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობა;
- შეეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან შეგუება.
კომპანიის თანამშრომლებს ვთავაზობთ საწყის (1000-1400) და მზარდ ანაზღაურებას + ბონუსები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@avita.ge საგნის ველში ("subject") ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მიუთითეთ, რომელ ობიექტზე აგზავნით განაცხადს მაგ: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში/რუსთავში/შიდა ქართლში.