აღწერა:
სს ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის” კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ აცხადებს ვაკანსიას ექიმი მამოლოგის თანამდებობაზე:
კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის, 3D ტომოსინთეზის ფუნქციის მქონე მამოგრაფით - PLANMED CLARITY 3D.
კლინიკაში მოქმედებს ძუძუს კიბოს სკრინინგ-პროგრამა, როგორც თბილისის, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განყოფილებაში არსებული სტანდარტების მიხედვით მუშაობის უნარი.
მისამართი: თბილისი, გ.ჟვანიას ქ.N7 (ყოფილი ლუბლიანას N29)
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV ელ. ფოსტაზე:
Vacancy_surgery_Nlife@aversi.ge საბუთების მიღების ბოლო ვადაა
2024 წლის 15 დეკემბერი. (გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ექიმი მამოლოგი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:
http://www.nlife.ge/თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.