სტაჟიორ-ლაბორანტი
თარიღები:
29 ნოე - 13 დეკ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@citadeli.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სტაჟირება
განათლება:
საშუალო განათლება
აღწერა:
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორ-ლაბორანტის პოზიციაზე
კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ნიმუშების მომზადება
  • ბეტონის ტესტების ჩატარება
  • ინსტრუმენტების და მოწყობილობების კალიბრაცია და შენარჩუნება
  • მონაცემთა აღება და რეპორტების შედგენა
  • მცდარეულობების გამოკვლევა და პრობლემების დადგენა
  • სტანდარტების დაცვა
  • სამშენებლო მასალების გამოცდა

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • სასურველია ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება; (განიხილება დამწყებიც, ადგილზე შევასწავლით დეტალებს)

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი განცხადებები
ანალიზური განვითარების ლაბორატორიის ანალიტიკოსი

ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals


10 დეკ - 08 იან 2025

ემბრიოლოგიური ლაბორატორიის ადმინისტრატორი

ჟორდანიას კლინიკა


11 დეკ - 09 იან 2025

ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი ციტო


16 ნოე - 15 დეკ

ლაბორანტი

ინვეტ ფიდი


27 ნოე - 26 დეკ

ექთანი ლაბორანტი/მიკრობიოლოგია

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


06 დეკ - 04 იან 2025