GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:
www. biochimpharm.ge ადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
- საწარმოო პროცედურების მიხედვით ნედლეულის მიღება, შერევა და ჩამოსხმა;
- წარმოების პროცესში ჩართული აღჭურვილობის აწყობა, დემონტაჟი და დასუფთავება;
- წარმოების დაწყებამდე აღჭურვილობის მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;
- წარმოების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ჩანაწერების გაკეთება;
ლაბორანტი ფუნქცია-მოვალეობები:
- ლაბორატორიული ნარჩენების გაუვნებელყოფა;
- ლაბორატორიული ჭურჭლის რეცხვა-სტერილიზაცია;
- საკვები ნიადაგების მომზადება მიკრობიოლოგიური ლაბორატორიებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფარმაციაში, ან მომიჯნავე დარგებში;
- სასურველია ფარმაცევტულ წარმოებაში მუშაობის/სტაჟრების გამოცდილება;
- შედეგების ანალიზის და დოკუმენტირების უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office პროგრამების მინიმუმ მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტურად მართვა;
- გუნდური მუშაობა;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე
hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ სტაჟირების პოზიციის დასახელება.