დღის და ღამის მორიგე ექიმი-ლაბორანტი
თარიღები:
25 სექ - 24 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.mwlab@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
მედიქალ ვორლდი 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის სახელითაა ცნობილი 
“Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
მედიქალ ვორლდის გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას: დღის და ღამის მორიგე  ექიმი-ლაბორანტის  პოზიციაზე :

მდებარეობა: ქ.თბილისი. ჟვანიას ქ. N 15
სამუშაო განაკვეთი:დღის მორიგეობა (10:00-საათიდან  18:00-საათამდე); ღამის მორიეგობა(18:00-საათიდან 10:00 საათამდე);
ანაზღაურება: შეთანხმებით;

სამუშაოს აღწერა:
  • მოთხოვნის შესაბამისად ანალიზების ჩატარება;
  • ჩატარებული ანალიზების აღრიცხვა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • ხელმძღავნელი პირის  სხვა მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობაში "ლაბორატორიული მედიცინა";
  • სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • ზოგად კლინიკური, ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური და იმუნოლოგიური კვლევების ჩატარების უნარი;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეებისადმი მარტივად ადაპტაციის უნარი;

ჩვენთან დაგხვდებათ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
  • ეფექტურ სადაზღვევო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა (თანადაფინანსება);
  • FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა.

ბენეფიტები:
ფასდაკლება ლაბორატორიაში არსებულ ანალიზებზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:
რეზიუმეების გადარჩევა;
გასაუბრება;

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი განცხადებები
ანაზღაურებადი სტაჟირება წარმოების ოპერატორი/ლაბორანტი

ბიოქიმფარმი


30 სექ - 29 ოქტ

დღის ექთანი ლაბორანტი/ექთანი

თბილისის პედიატრიული პრივატ კლინიკა


11 სექ - 10 ოქტ

ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი


19 სექ - 18 ოქტ

დღის ლაბორანტი

გერმანული ჰოსპიტალი


28 სექ - 26 ოქტ

ექთანი- ფლებოტომისტი

მედიქალ ვორლდ დიაგნოსტიკ


01 ოქტ - 30 ოქტ