აღწერა:
''საქართველოს კლინიკები'' აცხადებს ვაკანსიას ექიმი ტრანსფუზიოლოგის პოზიციაზე ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.
''საქართველოს კლინიკები'' ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღომი, გივი ჟვანიას ქ 3;
სამუშო განყოფილება და გრაფიკი : კვირაში 5 დღე, 4 საათი.
ძირითადი მოვალეობები:
- სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში უწყვეტი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;
- სისხლის და სისხლის კომპენენტების მარაგების უზრუნველყოფა და მარაგების ვადების კონტროლი;
- სისხლის და სისხლის კომპონენტების მარაგების და ხარჯვის სწორი აღრიცხვა;
- პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის ყველა ეტაპზე;
- ჰემოტრანსფუზიული საშუალებების შენახვა და მათი გაცემა ტრანსფუზიისათვის;
- სისხლის კომპონენტების შეთავსება, შემოტანილი და გადასხმული სისხლის კომპონენეტების რეგისტრაცია (როგორც ქაღალდმატარებელზე ასევე პორტალზე); პოსტრანსფუზიული პერიოდზე მონტორინგი და რეაქციის განვითარების შემთხვევაში მის მართვაში მონაწილების მიღება;
- დონორის და რეციპიენტის შემოწმებისათვის აუცილებელი იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევები და შედარებითი სინჯები, რომლებიც საჭიროა ჰემოტრანსფუზიული საშუალებების შერჩევის, აგრეთვე ჰემოპოეტური უჯრედების გადანერგვის დროს;
- სისხლის, მისი კომპონენტების და პრეპარატების ტრანსფუზია, აგრეთვე სისხლის შემცვლელების ინფუზია სხვადასხვა მეთოდებით;
- აპარატურასთან და ხელსაწყოებთან მუშაობის პროცესში უსაფრთხოების ტექნიკის წესების და სისხლის სამსახურის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური რეჟიმის მოთხოვნების მკაცრი დაცვა;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ასახვა EHR სისტემაში კანონმდებლობის შესაბამისად.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების , განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში;
- კანონმდებლობით გაწერილი სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნების ზუსტი დაცვა,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგიის სახელმწიფო სერთიფიკატის ან ტრანსფუზიის განხორციელების უფლების მქონე სპეციალობის შესაბამისი სახელმწიფო სერთიფიკატის ფლობა;
- აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ტრანსფუზიოლოგი ციციშვილის კლინიკაში“
„საქართველოს კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება