აღწერა:
„საქართველოს კლინიკები“ აცხადებს ცენტრალური აფთიაქის უფროსის ვაკანსიას ქობულეთში.
„საქართველოს კლინიკები“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქობულეთი, აბაშიძის ქუჩა
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტლის საჭიროების მიხედვით მედიკამენტებისა და ერთჯერადი სახარჯი მასალის მოთხოვნის განსაზღვრა და შეკვეთების განხორციელება კომპანიაში დადგენილი პროცედურის შესაბამისად;
- შეკვეთილი მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების მიღება დასახელების, რაოდენობისა და ვადის მიხედვით;
- განყოფილებების მედიკამენტებითა და სახარჯი მასალების მიზნობრივი და დროული უზრუნველყოფა;
- აფთიაქის ნაშთის კონტროლი რაოდენობის,საჭიროებისა და ვადების მიხედვით;
- აფთიაქის გეგმიური ინვენტარიზაცია;
- აფთიაქში არსებულ მარაგზე – მედიკამენტებზე და სახარჯ მასალაზე ვადების მუდმივი კონტროლი;
- მედიკამენტების განზავება/მომზადების პროცესის წარმართვა ჰოსპიტლის ცენტრალურ აფთიაქში და შესაბამისი მედიკამენტებით განყოფილებების მომარაგების ორგანიზების უზრუნველყოფა;
- განყოფილებებში მედიკამენტების და სახარჯი მასალის ხარჯვის ასახვის კონტორლი და დაქვემდებარებული კადრის ეფექტური მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სავალდებულოა ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით;
- სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა (ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში);
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
„ საქართველოს კლინიკები “მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ ცენტრალური აფთიაქის უფროსი ქობულეთში“. „საქართველოს კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება