აღწერა:
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას კონკრეტული საპროდუქტე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
ძირითადი უნარები:
- გუნდურად მუშაობის უნარი
- სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
- კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!