აღწერა:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: “რეგისტრატორი”
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა - დიღომი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 09:30-დან 17:30-მდე
ანაზღაურება: 1125 ლარი (gross),
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების რეგისტრაცია;
- ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- პაციენტების ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ;
- დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება;
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსისა დავალების შესაბამისად;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ელ.ფოსტაზე:
Hr@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ „ რეგისტრატორი“
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.