აღწერა:
ანვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორატიულ კულტურას ქმნიან.
"იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ!
„იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას პერსონალური ექიმის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში
სამუშაო ადგილი: “იმედი L” - ის პროვაიდერი კლინიკა
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 09:00-18:00; შაბათი 10:00-14:00.
ანაზღაურება: 750 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ოჯახის ექიმის დახმარება, დაზღვეული პაციენტის გასინჯვა;
- დანიშნულების და მიმართვების გაცემა;
- დაზღვეულის სამედიცინო ისტორიის შექმნა;
- საგარანტიო წერილების და ისტორიების პროგრამული ასახვა;
- პაციენტისათვის სხვა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში სტაჟირების ან/და მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
აუცილებელი უნარები:
- ორგანიზებული და დეტალებისადმი ყურადღებიანი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე:
vacancy@imediL.ge; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
სადაზღვევო კომპანია “იმედი L” მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.