აღწერა:
შპს ,,ნეოფარმი +“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
,,ნეოფარმი +“-ს სააფთიაქო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ ფილიალს და ორ ფარმაცევტულ ბაზას საქართველოს მასშტაბით. კომპანიის მიზანს წარმოადგენს, მომხმარებელთათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მიწოდება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა სწრაფი და მაღალხარისხიანი მომსახურება, მათთვის კონსულტაციის გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
- მომხმარებელთათვის მოთხოვნილი მედიკამენტების ფასის, ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი მედიკამენტების შეთავაზება;
- პროდუქციის განთავსება მათთვის განკუთვნილ ადგილზე (შესაბამისი წესების დაცვით);
- პროდუქციის ნაშთების კონტროლისა და შიდა აღწერის პროცესებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო ფარმაცევტული/სამედიცინო განათლება(განიხილებიან სტუდენტებიც);
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ცოდნის ამაღლების შესაძლებლობას უფასო სწავლებისა და ტრენინგების საშუალებით;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: სამდღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით;
ხელფასი: 700-900 + ბონუსი
ჩვენ გელოდებით შენ! დაგეგმე შენი კარიერა ნეოფარმთან ერთად
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/სააპლიკაციო ფორმა) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ გამოხატავთ თანხმობას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 01 წლის ვადით ელექტრონული ან/და მატერიალური სახით.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით.
დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ნეოფარმი+" იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშავოს მიღებიდან არაუმეტეს 01 წლის ვადით, სამომავლო ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
იმ შემთხვევაში თუ გსურთ შპს „ნეოფარმი+“-ის მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: hr@neopharmi.ge; ტელ: 577 545 097
შპს "ნეოფარმი+" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ შესაბამისი განცხადებით: ელ. ფოსტა: office@neopharmi.ge; ტელ: 0322 595 790
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.neopharmi.ge
შპს „ნეოფარმი +“ გისურვებთ წარმატებას.