აღწერა:
“თბილისის ცენტრალური საავადმყოფო” აცხადებს ვაკანსიას გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწის პოზიციაზე
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
ადგილმდებარეობა: ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
სტრუქტურული ერთეული: საექთნო სამსახური
ძირითადი ფუნქციები:
- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პაციენტის, ექიმისა და ექთნის უფლებების დაცვა;
- სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
- ყოველ დილას შემოვლა და მოწესრიგება პაციენტის კომპეტენციის ფარგლებში;
- პაციენტის გარშემო არსებული საგნების და სხვა სამედიცინო დანიშნულების აპარატურის მოწესრიგება;
- გულისხმიერი მოპყრობა პაციენტებისადმი;
- სამედიცინო ინვენტარისადმი და პაციენტის პირადი ნივთებისადმი აკურატული მოპყრობა;
- ინფექციის პრევენციისთვის რეკომენდებული წესების დაცვა;
- კლინიკაში დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- პროფესიული განვითრების მიზნით კლინიკის მიერ დანერგილ ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
- შესაბამისი პროფილის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- სწორი კომუნიკაცია - პაციენტის ნდობისა და კეთილგანწყობის მოპოვების უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- შრომისმოყვარეობა;
- პროფესიულ ლიტერატურასა და კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- გუნდურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე Hr@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწე“
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.