სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი
თარიღები:
03 სექ - 02 ოქტ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო  აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო გრაფიკი: 09:00- დან 18:00 -მდე 
ანაზღაურება: 1 500 ლარი  (NET),

ძირითადი ფუნქციები:
  • სამედიცინო დოკუმენტაციის მართლწარმოების კონტროლი საქართველოში დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და კლინიკის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
  • სამედიცინო დოკუმენტაციასა და დამფინანსებლებთან გადაცემულ ინფორმაციას შორის შესაბამისობის დადგენა;
  • დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების კოდირების სისწორის უზრუნველყოფა სამედიცინო კლასიფიკატორის შესაბამისად;
  • რეჰოსპიტალიზებული შემთხვევების/კლინიკური საკითხების განხილვა ექიმებთან ერთად;
  • შესრულებული სამუშაოს წარდგენისათვის საჭირო სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება; სახელმწიფო პროგრამებისა და სხვა კერძო სადაზღვევოებისთვის დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით;
  • დამფინანსებლების (კერძო სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია/გამგეობები და სხვა) მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ოპტიმალურ ვადაში მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სამედიცინო ქეისების EHR მოდულში გაგზავნის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 (ერთ) წლიანი გამოცდილება;
  • ჯანდაცვის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office)  ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@vivomedical.ge გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  სამედიცინო ხარისხის მართვის სპეციალისტი
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
კატეგორიის მენეჯერი

ავერსი ფარმა


12 სექ - 30 სექ

კლინიკური კვლევების სამსახურის მენეჯერი

ავერსის კლინიკა


16 სექ - 30 სექ

ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

სამედიცინო კომპანია


03 სექ - 02 ოქტ

არამედიკამენტების პროდუქტების და ბრენდების სწავლების სპეციალისტი

ავერსი ფარმა


03 სექ - 20 სექ

გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი

საქართველოს კლინიკები


06 სექ - 05 ოქტ