აღწერა:
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" მიმღები და გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო;
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა / 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა;
- ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;
- საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე:
vacancy@zhordaniaclinic.ge, მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.