აღწერა:
სამედიცინო კომპანიების ჰოლდინგი „ვივო მედიქალ ჯგუფი“, რომელიც აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტრიპროფილურ ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო , ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო, აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარაგების აღრიცხვისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
მისამართი:
1) საბურთალო, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6 - „ინოვა, ინოვა-ინ ვიტრო“.
2) საბურთალო, ერმილე ბედიას ქუჩა N33 – „ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი“
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:30-მდე;
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქციეები:
- კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების აღწერა, მონიტორინგი;
- კლინიკაში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ვადების კონტროლი;
- ყოველდღიური შედეგების ანალიზი
- საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან საშუალო სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
სამუშაო გამოცდილება:
- ფარმაცევტად ან ექთნად მუშაობის გამოცდილება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოტივირებული და ორგანიზებული;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი“. გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა