ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი/რეგისტრატორი
თარიღები:
10 ივლ - 07 აგვ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: r.kobakhidze@hygiene.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი’’  აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტის/რეგისტრატორის  პოზიციაზე.
 
ძირითადი  მოვალეობები: 
  • საგამოცდო ლაბორატორიაში შემოსული ნიმუშების მიღება, რეგისტრაცია, შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება/განაწილება (შიდა ლაბორატორიული პროცედურების დაცვით);
  • ერთჯერადი ან ვადიანი ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, მომართვის ფორმების გაფორმება;
  • გამოცდის ოქმების გაფორმება შესაბამის პროგრამაში, შევსებული ოქმების ამობეჭდვა, დამკვეთთან დროული გაგზავნა. 
  • საგამოცდო ნიმუშების აღება შესაბამისი პროცედურების დაცვით;
  • ისო 17025-ით  აკრედიტებულ ლაბორატორიაში დადგენილი პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება -  ქიმია, კვების ტექნოლოგია, მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია;  
  • მსგავს პოზიციაზე სამუშაო  გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) ; 
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად; 
  • სავალდებულოა უცხო ენების ცოდნა - ინგლისური ან სხვა; 
  • სავალდებულოა კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე r.kobakhidze@hygiene.ge   სავალდებულოა.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ  შესაბამისი თანამდებობა -„ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. 
გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი ვადით (ერთიდან - არაუმეტეს 6 თვე) სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება  ურთიერთ  შეთანხმებით. 
სამუშაო დრო 10 საათიდან 18:00 საათამდე; თბილისი, დ.უზნაძის #78.
გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი. გამორჩეული პასუხისმგებლობით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების, კომპანიისათვის სასარგებლო პრაქტიკული წინადადებებისა და ინიციატივების განხორციელებისათვის  თანამშრომელი  მატერიალურად წახალისდება სხვადასხვა ფორმით.
მსგავსი განცხადებები
მოლარე-რეგისტრატორი

ინოვა ინ ვიტრო


09 ივლ - 07 აგვ

დღის რეგისტრატორი

ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევით კლინიკა ჰელსიკორი


28 ივნ - 27 ივლ

კოორდინატორი

ჟორდანიას კლინიკა


04 ივლ - 02 აგვ

დღის და მორიგე რეგისტრატორი

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა


11 ივლ - 09 აგვ

მითერი

კლინიკა რეიმანი


16 ივლ - 14 აგვ