თარიღები:
10 ივლ - 23 ივლ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
1100
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
თბილისის ცენტრალური ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას მიკრობიოლოგიის მიმართულებაში ექიმი ლაბორანტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა:  ჩაჩავას 1;
სამუშაო გრაფიკი:  კვირაში 5 დღე (მონაცვლეობით)
ანაზღაურება:  1100 (net) ლარი

ძირითადი ფუნქციები:
  • ლაბორატორიის პრეანალიზური, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურებისუზრუნველყოფა;
  • საანალიზო მასალის მოთხოვნა და კვლევის პროცესის სწორად წარმართვის უზრუნველყოფა;
  • ნიადაგების, რეაქტივების და ანტიბიოტიკების დისკების ვადების მკაცრი დაცვა;
  • მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი;
  • გარემო პირობების და მოწყობილობების ტემპერატული რეჟიმის მონიტორინგი/აღრიცხვა;
  • საქმესთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:    
  • უმაღლესი პროფესიული განათლება (მედიცინა/ბიოლოგია)
  • სამედიცინო საქმიანობის რეგულირებით განსაზღვრული სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში;

სამუშაო გამოცდილება:
  • სასურველია პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ცოდნა და უნარები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მიკრობიოლოგიური მიმართულების პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის მენეჯმენტი;
  • სისხარტე, ოპერატიულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე hr@vivomedical.ge - სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ექიმი ლაბორანტი (მიკრობიოლოგია)“ 
გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
ანესთეზიოლოგის ექთანი

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი


03 ივლ - 01 აგვ

გადაუდებელი საოპერაციო განყოფილების ექთნის თანაშემწე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


11 ივლ - 09 აგვ

დღის უმცროსი ექიმი/კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


26 ივნ - 25 ივლ

დღის უმცროსი ექიმი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


02 ივლ - 31 ივლ

გეგმიური ქირურგიული სტაციონარის დღის თანაშემწე

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


11 ივლ - 09 აგვ