კორპორატიული კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
თარიღები:
18 აპრ - 10 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@megalab.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
950
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
„მეგალაბი“ აცხადებს  კორპორატიული კლიენტების მომსახურების სპეციალისტის ვაკანსიას  
“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კორპორატიული კლიენტების მხრიდან საინფორმაციო სამსახურში  შემოსული ზარების  მართვა; 
  • დაფიქსირებული პრობლემური საკითხების მართვა; 
  • შემოსული ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი კომპეტენეციის პირებთან; 
  • პაციენტების შესახებ შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის გადამოწმება; 
  • პრობლემური შემთხვევების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • ახალი თანამშრომლებისთვის მუშაობის სისტემის ახსნა, მათი ორიენტაცია; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი; 
  • სასურველია მომხმარებლებლებთან ურთირთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • უპირატესობად ჩაითვლება სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • გამართული მეტყველება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალების მიმართ ყურადღება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
 
პირობები 
  • სამუშო გრაფიკი:  09:00 – 17:00; 10:00-18:00. 
  • დასვენება: კვირაში ორი დღე (მცოცავი) 
  • ანაზღაურება: 950 (NeT) 
  • ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, 50%-მდე ფასდაკლება ლაბორატორიულ მომსახურებაზე. 
 
სამუშაო ადგილმდებარეობა:  თბილისი, პ.ქავთარაძის #23; 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი,  2024 წ.   
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს. 
მსგავსი განცხადებები
ER რეგისტრატორი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


08 აპრ - 07 მაი

ER რეგისტრატორი

სამედიცინო კომპანია


11 აპრ - 10 მაი

ER რეგისტრატორი

სამედიცინო კომპანია 


30 აპრ - 29 მაი

ER რეგისტრატორი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


30 აპრ - 29 მაი

IVF ადმინისტრატორი

ჟორდანიას კლინიკა


08 აპრ - 07 მაი