ოჯახის ექიმი
თარიღები:
26 აპრ - 10 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medison.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ოჯახის ექიმი
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ოჯახის ექიმის ვაკანსიას 
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება. 
სამუშოა გრაფიკი - ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი. 
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ვარკეთილი კალოუბნის ქ 12 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პაციენტის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით; 
  • მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის (საავადმყოფო ფურცელი, ფორმა 100, რეცეპტი) გაცემის უზრუნველყოფა; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება (სამკურნალო საქმე/პედიატრი/თერაპევტი); 
  • სავალდებულოა სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამის სპეციალობაში; 
  • სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ( სასურველია პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით); 
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე; 
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კეთილგანწყობა და თავაზიანობა; 
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე hr@medison.ge  „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ოჯახის ექიმი“. 

 
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!