ER რეგისტრატორი
სამედიცინო კომპანია
თარიღები:
08 აპრ - 07 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: newclinicvacancy@gmail.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
რეგისტრატურა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ხელფასი:
850
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, 
ანაზღაურება: 850 ლარი
სამუშაო განრიგი: ყოველი მესამე დღე 16 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი ფუნქციები:
  • გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • უცხო ენა - B1 დონეზე
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newclinicvacancy@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის (“subject”) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
ER რეგისტრატორი

ნოდარ ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი


08 აპრ - 07 მაი

ER რეგისტრატორი

სამედიცინო კომპანია


11 აპრ - 10 მაი

IVF ადმინისტრატორი

ჟორდანიას კლინიკა


08 აპრ - 07 მაი

ამბულატორიული განყოფილების კოორდინატორი

სამედიცინო კომპანია


08 აპრ - 07 მაი

ამბულატორიული განყოფილების რეგისტრატორი

სამედიცინო კომპანია


08 აპრ - 07 მაი