აღწერა:
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8 საათიანი გრაფიკი ან ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა;
განყოფილება: გადაუდებელი საოპერაციო;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ოპერაციის პროცესში ექთნის ასისტირება;
- ოპერაციამდე საოპერაციო ოთახის მომზადება და სახარჯო მასალების განთავსება;
- ოპერაციის შემდგომ საოპერაციო ბლოკის მოწესრიგება, იარაღების სასტერილიზაციოში გაგზავნა, გამოუყენებელი სახარჯი მასალების უკან დაბრუნება.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი V სემესტრიდან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე:
Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე საოპერაციო".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.