ექთნის თანაშემწე/გადაუდებელი საოპერაციო
თარიღები:
03 აპრ - 02 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@vivomedical.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
მედდა
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება.
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1;
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8 საათიანი გრაფიკი ან ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა;
განყოფილება: გადაუდებელი საოპერაციო;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოპერაციის პროცესში ექთნის ასისტირება;
  • ოპერაციამდე საოპერაციო ოთახის მომზადება და სახარჯო მასალების განთავსება;
  • ოპერაციის შემდგომ საოპერაციო ბლოკის მოწესრიგება, იარაღების სასტერილიზაციოში გაგზავნა, გამოუყენებელი სახარჯი მასალების უკან დაბრუნება.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი V სემესტრიდან;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე საოპერაციო".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

მსგავსი განცხადებები
გადაუდებელი დახმარების სამსახურის ექთანი

ავერსის კლინიკა


18 აპრ - 02 მაი

დღის ექთანი

თბილისის მედიცინის ინსტიტუტი


26 აპრ - 25 მაი

ექთანი

ვიანი


17 აპრ - 01 მაი

ექთანი

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო


24 აპრ - 23 მაი

ექთანი

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი


25 აპრ - 24 მაი