თარიღები:
02 აპრ - 01 მაი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: t.jincharadze@pathlab.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
აღწერა:
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩაჩავას 1 (თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს უკანა ეზო)
სამუშო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 ჩათვლით, შაბათს 10:00—15:00

ძირითადი მოვალეობები:
  • უმცროსი ექიმის ასისტირება;
  • შესაბამის პროგრამაში მუშაობა;
  • მაკროსკოპიების ასახვა კლინიკაში დანერგილი წესების შესაბამისად;
  • მიკროტომთან მუშაობა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • პროფესიული (ექთანი/ლაბორანტი) ან უმაღლესი განათლება (აუცილებელია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განხრით - ქიმია, ბიოლოგია, ბიოქიმია და ა.შ );
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური გადანაწილებისა და ვადების კონტროლის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები.

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე: t.jincharadze@pathlab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ ლაბორანტი“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
მსგავსი განცხადებები
ექთანი ფლებოტომისტი

სამედიცინო დაწესებულება


12 აპრ - 11 მაი

ექთანი ლაბორანტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


11 აპრ - 10 მაი

ექთანი ფლებტომისტი

სამედიცინო ლაბორატორია სინევო


25 მარ - 23 აპრ

ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი ციტო


29 მარ - 27 აპრ

ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი


29 მარ - 26 აპრ