საშუალო ლაბორანტი-მიკრობიოლოგია
თარიღები:
29 მარ - 27 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@megalab.ge
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
ლაბორატორია/პათოლოგია
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
„მეგალაბი“ აცხადებს საშუალო ლაბორანტის ვაკანსიას მიკრობიოლოგიის განყოფილებაში 
“მეგალაბი” ქვეყნის  მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების  სრულად დაფარვა. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ლაბორატორიული აპარატურის მოვლა, გაწმენდა, ტემპერატურული მონიტორინგის აღრიცხვა და დოკუმენტირება; 
  • საკვები აგარების მომზადება, სტერილობის კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტის შევსება; 
  • ბიოლოგიური ნარჩენების დახარისხება, უტილიზაცია და პროცესის კონტროლი; 
  • შესაბამის პროგრამაში მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების შეტანა; 
  • პარაზიტოლოგიური მიმართულების ნიმუშების დამუშავება და მომზადება კვლევისთვის; 
  • განყოფილების უფროსისათვის ან ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტისათვის ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო სახარჯი მასალების კრიტიკული რაოდენობების დროულად მიწოდება; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება: სამედიცინო ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი; 
  • ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
 
პირობები: 
  • გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა 3 დღეში ერთხელ (10:00 სთ-დან) ; 
  • ანაზღაურება: 1 სთ 5.5 ლ (Gross) 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 27 აპრილი ,   2024 წ.   
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ,  რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@megalab.ge  და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
 
„მეგალაბი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს. 
„მეგალაბში“ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „მეგალაბის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
მსგავსი განცხადებები
ექთანი ფლებოტომისტი

სამედიცინო დაწესებულება


12 აპრ - 11 მაი

ექთანი ლაბორანტი

თბილისის ცენტრალური ლაბორატორია


11 აპრ - 10 მაი

ექთანი ფლებტომისტი

სამედიცინო ლაბორატორია სინევო


25 მარ - 23 აპრ

ექთანი-ფლებოტომისტი

სამედიცინო ცენტრი ციტო


29 მარ - 27 აპრ

ექთან-ფლებოტომისტი

ვისტამედი


29 მარ - 26 აპრ