სამედიცინო ინსტრუქციის სპეციალისტი
თარიღები:
28 მარ - 26 აპრ
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@gmpgeo.com
მდებარეობა:
თბილისი
კატეგორიები:
სამედიცინო 
ქვეკატეგორიები:
სხვა (სამედიცინო)
დასაქმების ფორმა:
სრული განაკვეთი
ენები:
ინგლისური რუსული
განათლება:
ბაკალავრი
აღწერა:
GM Pharmaceuticals წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

GM Pharmaceuticals აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინსტრუქციის სპეციალისტის პოზიციაზე

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციის მომზადება პროდუქტის პირველადი რეგისტრაციის მიზნით ქართულ და რუსულ ენებზე (საჭიროებისას ინგლისურ ენაზე);
  • სამკურნალო საშუალებების გამოყენების ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანა(ხელახალი რეგისტრაციის ან ცვლილებების რეგისტრაციის დროს), აღრიცხვა, შესაბამისი ფორმების წარმოება;
  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციების შექმნა ევროპული SmPC და PIL ფორმატის მიხედვით ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • სამკურნალო საშუალების ორიგინალი და სინონიმი პროდუქტების რეგისტრირებული ინსტრუქციების მოძიება, შედარება, ანალიზი (საქართველოს, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ევროპის სხვადახვა ქვეყნების მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული);
  • სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქციების (პაციენტებისთვის, სპეციალისტებისთვის) თარგმნა ქართულ, რუსულ, საჭიროებისას ინგლისურ ენაზე;
  • სამკურნალო საშუალების შესაფუთი მასალის (ინდივიდულაური კოლოფი/ბლისტერი/კონვალუტი/პაკეტი და სხვა) მარკირების ტექსტის შედგენა ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე;
  • სამკურნალო საშუალების შესაფუთი მასალის და გამოყენების ინსტრუქციის საბეჭდი ვერსიების შედგენაში მონაწილეობა გრაფიკოს დიზაინერთან ერთად), შემოწმება, რევიზია და დადასტურება;
  • ბიოლოგიურად აქტიური დანამატის/სამედიცინო მოწყობილობის შესაფუთი მასალის და გამოყენების ინსტრუქციის შექმნა/ცვლილებების შეტანა ქვეყნების მიხედვით;
  • ზემოაღწერილი პროცესების მართვა, აღრიცხვა, დოკუმენტირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო (სამკურნალო ან ფარმაცევტული) განათლება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული ენის აკადემიურ დონეზე ცოდნა;
  • სამედიცინო ტერმინოლოგიის კარგად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (მიენიჭება უპირატესობა).

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • აკურატულობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • შემჭიდროვებულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი;
  • საქმიანი მიმოწერის ეთიკა და კულტურა;
  • დროის ეფექტური მართვა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 28 აპრილისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მსგავსი განცხადებები
ექიმი ნარკოლოგი/უმცროსი ექიმი

ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო სამკურნალო ცენტრი


22 მარ - 18 აპრ

კვების ჩამომტარებელი

ვიანი


11 აპრ - 25 აპრ

კოორდინატორი

ინოვა ინ ვიტრო


20 მარ - 18 აპრ

კორდინატორი

სამედიცინო დაწესებულება


28 მარ - 26 აპრ

მთავარი ექიმი

ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია


16 აპრ - 15 მაი